არწივი

36

არწივი   ყველაზე დიდი, ღონიერი, ნისკარტმოკაუჭებული მტაცებელი ფრინველი, რომელიც ცხოვრობს მთიან ადგილებშიც და ველებშიც, ითვლება ფრინველთა მეფედ

 

ორნაწილიანი რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, იკონური, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი;  ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ იდაყვებში განზე გაწეულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.