არწყვა

37

არწყვა   რაიმე ნივთიერების რაოდენობის გაზომვა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩასხმა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები,  წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზემოთაა განთავსებული და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით, მარცხენა ხელისგულისკენ, მარჯვენა ხელი მაჯაში ტრიალდება და მომდევნო ფაზაში ხელისგული წინ არის მიმართული; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.