მამიდა

მამიდა   –  მამის და   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლისკენ მიმართულია  შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მამამთილი

მამამთილი  –  ქმრის მამა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ – ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია მარცხენა მკლავზე მიდებული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

მამალი

მამალი –  მამრობითი სქესის ცხოველი, ფრინველი, მწერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მამაკაცი

მამაკაცი  – მამრობითი სქესის სრულწლოვანი ადამიანი, კაცი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ზურგით ეხება შუბლს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

მამა

მამა   კაცი თავისი შვილების მიმართ, მშობელი კაცი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ – ნიკაპს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

მალე

მალე  – მოკლე დროის განმავლობაში, ჩქარა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი წინ და ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

მალამო

მალამო  – ცხიმში აზელილი სამკურნალო ნივთიერებები, საცხი, სალბუნი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში ყველა თითი მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წასმა“ – გაშლილი და ერთად შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ … Read more

Categories

მაკრატელი

მაკრატელი  – საჭრელი იარაღი, რომელიც შედგება ერთმანეთზე ჯვარედინად დამაგრებული ორი მოძრავი დანისაგან, რომელთა ტარებიც თითების გასაყრელი რგოლებით ბოლოვდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდაა გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ გადაადგილდება და გაშლილი თითები ერთმანეთს განმეორებადი მოძრაობით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

მაკარონი

მაკარონი –  კვების პროდუქტი, პურის უფუარი ცომისაგან დამზადებული მოგრძო გამხმარი მილაკები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითებით, დიაგონალზე ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ცერები ეხება  შუა თითების წვერებს და ხელები ერთმანეთს გადაეჯაჭვება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა –  მარცხნივ და … Read more

Categories

მაისი

მაისი – კალენდარული წლის მეხუთე და გაზაფხულის მესამე თვე, ვარდობისთვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითებით ხელი ეხება ნიკაპს, შემდეგ კი – შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მაინც

მაინც  – მაშინაც კი , სულ ერთია, ისევ, კვლავ, მიუხედავად იმისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაინც“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, შემდეგ სრულდება ქვევით მიმართული … Read more

Categories

მაიმუნი

მაიმუნი –  ადამიანისმაგვარი ძუძუმწოვარი ცხოველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მათხოვარი

მათხოვარი  – ვინც მოწყალებას ითხოვს, გლახა, მათხოვარა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ზემოდან ედება მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულ მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მათემატიკა

მათემატიკა –  სიდიდეების, ოდენობრივ ფარდობათა და სივრცითი ფორმების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტირული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ / „ფული“ –  ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პლუსი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზევით აწეულია … Read more

Categories

მათ

მათ  – „ისინი“ ნაცვალსახელის მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების ფორმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories