წამქეზებელი

წამქეზებელი  _    შემგულიანებელი, წამახალისებელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძგი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories

წამოწყება

წამოწყება  _  დაწყება   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წამოძახება

წამოძახება   _  1. ხმამაღლა თქმა, წამოყვირება; 2. დაყვედრება   ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები  გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წამი

წამი  _   წუთის მესამოცედი ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

წამოხტომა

წამოხტომა  _   სწრაფად, მოსხლეტით წამოდგომა, წამოვარდნა   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულა ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წამოწევა

წამოწევა  _  წინ ან ზევით მოწევა   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

წამოსვლა

წამოსვლა  _  აქეთ (მოლაპარაკისაკენ) სვლა, ადგილის გადმონაცვლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია განზე გაწეული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და სხეულისკენ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

წამება

წამება   _  მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენებით დატანჯვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ტანჯვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იძულება“ / „ძალდატანება“ _ … Read more

Categories

წამდაუწუმ

წამდაუწუმ  _  ყოველ წამს, ზედიზედ, ხშირ-ხშირად, წარამარა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

წამალი

წამალი _  გარკვეული წესით დამზადებული სამკურნალო საშუალება,  მედიკამენტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

წაკითხული

წაკითხული     _        რაც წაიკითხეს,  წაკითხვით გაცნობილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „წაკითხვა“ _ ზევით  მიმართულია ნეკებით ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები  გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული  სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, … Read more

Categories

წაკითხვა

წაკითხვა   _    დაწერილი (დაბეჭდილი) ტექსტის გაცნობა   ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ჟესტი, ზევით  მიმართულია ნეკებით ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები  გაშლილი და წინ მიმართული თითებით,  ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაგება

წაგება _  დანაკლისი, ზიანი, ზარალი   ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ცხრილი

ცხრილი  _  გარკვეული წესით სვეტებად ჩამოწერილი რისამე ჩამოთვლა ან განაწესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიცხვი“  _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითები განმეორებადი მოძრაობით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრაფიკი“ _ წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

ცხრა

ცხრა  _    რიცხვი 9, სამჯერ სამი   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა, ნეკი, არათითი და საჩვენებელი თითები, ცერი ჩაკეცილია, გაშლილი თითებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories