წამოხტომა _ სწრაფად, მოსხლეტით წამოდგომა, წამოვარდნა
ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული ჟესტი, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულა ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.