თუ

086

თუ    მიუთითებს გარკვეულ პირობაზე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

თვალადი

085

თვალადი  კარგი შესახედაობის, კარგი გარეგნობის მქონე, მოხდენილი, ლამაზი, ახოვანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვემოთ /სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია თვალთან სახეზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

 

კატეგორია:

თერმომეტრი

084

თერმომეტრი  _    ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყო

 

ერთხელიანი, დინამიკური,  პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მკერდთან განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი მარცხენა იღლიის ქვეშაა განთავსებული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თერაპევტი

083

თერაპევტი  _  თერაპიის სპეციალისტი ექიმი, შინაგან სნეულებათა ექიმი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა მარჯვნივ და ხელი მარჯვენა მხარეს ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თაღი

082

თაღი      კარ-სარკმლისა ან სვეტების თავზე გადავლებული მრუდხაზოვანი,  მრგვლოვანი ფორმის შემკვრელი ნაგებობა  

 

ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას მარცხნიდან მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

თხუთმეტი

8

თხუთმეტი  რიცხვი 15,  ათი და ხუთი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში  მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელი კი უცვლელად რჩება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

თხრილი

7

თხრილი    ნათხარი,  გაჭრილი, გათხრილი მიწა, გრძლად გაჭრილი ორმო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „თხრა“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, იმავე კონფიგურაციით  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

თხრა

6

თხრა   მიწის გაჭრა და ამოღება, თხრილის გაკეთება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, იმავე კონფიგურაციით  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

თხოვნა

5

თხოვნა    ხვეწნა, მუდარა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართული და  ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თხილი

4

თხილი  მწვანე საფარველის მქონე ნაჭუჭიანი ნაყოფი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, ცერის და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

თხილამურები

3

თხილამურები    თოვლზე სასრიალო ფეხებქვეშ ამოსაკრავი გრძელი და ბრტყელი ძელები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

თხა

2

თხა   შინაური ჩლიქოსანი ცხოველი, იძლევა რძეს, ხორცს, ტყავსა და მატყლს

 

ერთხელიანი, სტატიკური, იკონური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, ხელი ზურგით ეხება შუბლს, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

კატეგორია:

თქმულება

1

თქმულება   ზეპირად გადმოცემული ამბავი, მოთხრობა, გადმოცემა, ლეგენდა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თქვენი

10

თქვენი    მეორე პირის მრავლობითი რიცხვის კუთვნილებითი ნაცვალსახელი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ზემოთ და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

თქვენ

9

თქვენ    მეორე პირის მრავლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: