პარტიზანი

პარტიზანი  _  სახალხო ომის მონაწილე, წევრი ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი, ნებაყოფლობითი შეიარაღებული რაზმისა, რომელიც იბრძვის უცხოელ დამპყრობთა ან შინაგანი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარცხენა ხელი ეხება მკერდს და ირიბი ტრაექტორიით ქვევით გადაადგილდება, მომდევნო ფაზაში ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ზევით განთავსებული … Read more

Categories

პარტია

პარტია  _   პოლიტიკური გაერთიანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კომუნისტური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას ზევით და რამდენიმეგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ სრულდება მკერდის დონეზე, ხელისგულები … Read more

Categories

პარლამენტი

პარლამენტი _  უმაღლესი არჩევითი საკანონმდებლო ორგანო   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელი ასრულებს მოძრაობას უკან და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

პარიკი

პარიკი  _  სხვისი თმებისაგან გაკეთებული თავსაბურავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ხელოვნური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

პარიზი

პარიზი  _  საფრანგეთის დედაქალაქი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ზევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პარკი

პარკი _  დიდი დეკორაციული ბაღი სასეირნო გზებით და სათამაშო მოედნებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ ჰაერზე დასვენება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით … Read more

Categories

პარალელი

პარალელი _ ხაზი ან სიბრტყე, რომელიც თანაბრად არის დაშორებული მეორე ხაზის ან სიბრტყისაგან და არასოდეს არ გადაკვეთს მას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან წვერებით ახლოს განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. … Read more

Categories

პარაზიტი

პარაზიტი  _  1. მცენარე თუ ცხოველი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრობს და ამ უკანასკნელის ხარჯზე საზრდოობს; 2. ადამიანი, რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს, რომელიც სხვას უწევს ექსპლუატაციას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკები, საჩვენებელი, შუა და თითები, ცერები ეხება არათითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა … Read more

Categories

პაპიროსი

პაპიროსი _  თამბაქოთი ამოვსებული ქაღალდის მილი, სიგარეტი   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

პაპა

პაპა  _  მამის ან დედის მამა, ბაბუა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოვალურად მოხრილი ხელი ნიკაპთანაა განთავსებული, გაშლილი თითებით ხელი ეხება ლოყებს, ორჯერ სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.    

Categories

პანღური

პანღური  _ უკანიდან მუხლის, ფეხის ამოკვრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ქვევით დაშვებული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

პანაშვიდი

პანაშვიდი  _ ლოცვა მიცვალებულისათვის, ხალხის თავმოყრა მიცვალებულის პატივსაცემად, მისი ხსოვნის აღსანიშნავად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ _ მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებული ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუსიკა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები საჩვენებელი თითები და … Read more

Categories

პანიკა

პანიკა   _ თავზარდამცემი შიში, შეძრწუნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პამიდორი

პამიდორი _ პომიდორი, მრგვალი, წითელი ფერის ბოსტნეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ტუჩების წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პალტო

პალტო _  ზევიდან ჩასაცმელი გრძელი, სახელოებიანი სამოსელი, ლაბადა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories