პლომბი

პლომბი  _   ერთგვარი ტყვიის ბეჭედი, რომელსაც ადებენ დაკეტილ კარს, საქონელს და სხვ. ხელუხლებლობის ნიშნად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

პლაჟი

პლაჟი  _  ზღვის, მდინარის, ტბის გაშლილი ნაპირი, რომელიც გამოდგება საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცურვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი … Read more

Categories

პირუტყვი

პირუტყვი  _  ცხოველი, ლაპარაკის უნარს მოკლებული, უტყვი, უენო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

პირსახოცი

პირსახოცი _   ქსოვილის ვიწრო და მოგრძო ნაჭერი, რომლითაც პირსა და ხელებს იმშრალებენ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პიროვნული

პიროვნული _  პიროვნების დამახასიათებელი, პიროვნების შესაფერი, თავისებური, ინდივიდუალური, პირადი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ხელი ეხება … Read more

Categories

პირნათელი

პირნათელი _   მართალი, პატიოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფთა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე … Read more

Categories

პირისახე

პირისახე  _   სახე, პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია სახესთან განლაგებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი  თითები … Read more

Categories

პირი

პირი _   ნაპრალი ტუჩებს შორის, ბაგეთა ჭრილი, ტუჩების მოხაზულობა   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ტუჩებზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

პირველი

პირველი  _  რიგითი რიცხვითი სახელი – ერთი-ს შესაბამისი;  რიგით სხვაზე უწინარესი, ყველაზე წინ მყოფი, ყველაზე ადრე არსებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

პირადობა

პირადობა  _  ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, მოწმობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟეტი „პასპორტი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის თითები ზემოდან გადაჯვარედინებულად ადევს მარცხენა ხელის გაშლილ თითებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

პირადი

პირადი _   პიროვნული, პერსონალური, კერძო, ინდივიდუალური, რაც მხოლოდ ერთ პირს ეხება, ერთი პირის ინტერესების შესაბამისი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პილპილი

პილპილი  _   მრგვალი, მოშავო ფერის ცხარე სანელებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

პერსონალი

პერსონალი  _  საწარმოს ან რამე დაწესებულების პირადი შემადგენლობა, თანამშრომელთა ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანები“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories

პერანგი

პერანგი _  ზედა ტანზე ჩასაცმელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს სინქრონულად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

პეპელა

პეპელა  _  ლამაზი, ფერადფრთიანი მწერი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელი სინქრონულად ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories