პრაქტიკა

4

პრაქტიკა   _   ადამიანთა მოქმედება  წარმოების პროცესში, წარმოადგენს თეორიის საფუძველს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოდნა“ / „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _   ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პრასი

3

პრასი  _   მწვანილის სახეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „  “მწვანე“ _  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოთოლი“ _ მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ და ქვევით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს სცილდება და ფალანგებში მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პრანჭია

2

პრანჭია _   ზედმეტი კეკლუცი, არაბუნებრივად განაზებული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

პორტფელი

1

პორტფელი _   საქმიანი ქაღალდებისა და წიგნების სატარებელი ოთხკუთხი ბრტყელი ჩანთა საკეტით და სახელურით

 

ორნაწილიანი, იკონური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეშვება მარცხენა ხელის წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პოპულარული

10

პოპულარული  _    ფართოდ გავრცელებული, საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია შუბლის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება შუათითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში ყველა თითი გაშლილი და ზევით აღმართულია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

პოლიციელი

9

პოლიციელი   _   პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის მოხელე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პოლიცია“ _ მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია მარჯვენა ხელის თითები და ზევით აღმართულია ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

პოლიცია

8

პოლიცია  _  საგანგებო სახელმწიფო ორგანო, რომლებიც შეიარაღებული რაზმებით იცავს არსებულ წეს-წყობილებას

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია მარჯვენა ხელის თითები და ზევით აღმართულია ცერი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პოლიტიკური

7

პოლიტიკური  _  . პოლიტიკის ხასიათის მქონე, პოლიტიკასთან დაკავშირებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „პოლიტიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება პირს, სრულდება ზიგზაგური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _  წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პოლიტიკა

6

პოლიტიკა  _    ინტერესების დასაცავად გამოყენებული მეთოდები და საშუალებები,  საზოგადოებაში ბატონობისათვის, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება პირს, სრულდება ზიგზაგური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

პოლემიკა

5

პოლემიკა   _   კამათი, პაექრობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „პოლიტიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება პირს, სრულდება ზიგზაგური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კამათი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხლით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პოზიტიური

4

პოზიტიური  _    დადებითი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პოზიცია

3

პოზიცია _  1. რისამე მდგომარეობა, მდებარეობა, განლაგება; 2. თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხის შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩემი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ შუბლთან განთავსებული ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

პოვნა

2

პოვნა   _   დამალულის, დაკარგულის, მანამდე უჩინარის ნახვა, მიკვლევა, მიგნება, აღმოჩენა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხენა ხელისგულის ზემოთ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

პოეტი

1

პოეტი   _   ლექსების მწერალი, მგოსანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლექსი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

პოეზია

10

პოეზია  _  სიტყვებით გამოხატული მხატვრული შემოქმედება, რომელიც სახეების საშუალებით ასახავს სინამდვილეს,  რიტმულად მოწესრიგებული მეტყველება,  ლექსები

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ლექსი“ / „სიტყვების ჩამონათვალი წყობით“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია: