პროდუქტიული

პროდუქტიული  _    პროდუქტის მომცემი, ნაყოფიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შედეგი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საუკეთესო“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული … Read more

Categories

პროდუქტი

პროდუქტი  _   წარმოების პროცესში ადამიანის შრომით შექმნილი საგანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნივთი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი … Read more

Categories

პროდუქტი

პროდუქტი  _  საჭმელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი … Read more

Categories

პროგრამული

პროგრამული  _    პროგრამის შესაფერი, პროგრამიდან გამომდინარე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროგრამა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი რამდენიმეგან ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

პროგრამა

პროგრამა   _   მუშაობის, მოქმედების გეგმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი რამდენიმეგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პრობლემური

პრობლემური  _    პრობლემის მქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პრობლემა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ხელები ერთმანეთს ეხება გაშლილი თითების წვერებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

პრობლემა

პრობლემა _    გასაჭირი, რთული თეორიული ან პრაქტიკული საკითხი, რომელიც საჭიროებს გარკვევას, შესწავლას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, შუათითი ჯაჭვისებურად ებმის მარჯვენა ხელის შუათითს, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პრობლემა

პრობლემა  _  გასაჭირი, რთული თეორიული ან პრაქტიკული საკითხი, რომელიც საჭიროებს გარკვევას, შესწავლას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ხელები ერთმანეთს ეხება გაშლილი თითების წვერებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პრინციპი

პრინციპი _  რომელიმე თეორიის, მოძღვრების, მეცნიერების ამოსავალი დებულება, სახელმძღვანელო იდეა, თვალსაზრისი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცელქი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და შუა თითებით ხელი ეხება სახეს ცხვირთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

პრიმიტიული

პრიმიტიული _     ადვილი, მარტივი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელი ეხება ლოყას, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

პრემიერი

პრემიერი   _  პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მმართველი პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინისტრი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა, არათითი და საჩვენებელი თითები, ცერი და ნეკი ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება … Read more

Categories

პრემიერა

პრემიერა _     ამა თუ იმ პიესის პირველი წარმოდგენა თეატრში   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირველად“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას; ჟესტის მეორე … Read more

Categories

პრეზიდენტი

პრეზიდენტი   _   ზოგი რესპუბლიკური სახელმწიფოს მეთაური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავმჯდომარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მართვა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით … Read more

Categories

პრეტენზია

პრეტენზია    წარმოდგენა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“  – სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ – ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ … Read more

Categories

პრაქტიკული

პრაქტიკული _    პრაქტიკის ხასიათისა, პრაქტიკიდან გამომდინარე, პრაქტიკაზე დამყარებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories