გოგირდი

გოგირდი  –  სუნიანი ქიმიური ნივთიერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება ცხვირის წვერს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწამვლა“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდ გაშლილია და მარჯვნივ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი … Read more

Categories

გმირობა

გმირობა  –  ვაჟკაცობა; რთული, სარისკო საქმის თავგანწირვით, სამაგალითოდ შესრულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია მუშტები, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გლოვა

გლოვა –  დიდი მწუხარება, დარდი და ტირილი (ვინმეს გარდაცვალების გამო)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გლობუსი

გლობუსი  –   დედამიწის სფერული მაკეტი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო, განმეორებადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გლეხი

გლეხი  – სოფლის მოსახლე საშუალო ფენის ადამიანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგები მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ნიკაპს, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გლახა

გლახა /გლახაკი  –   1. მათხოვარი  2. ღარიბი, ღატაკი, არაფრის მქონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაყვანა

გაყვანა  –  1. შიგნიდან გარეთ ან აქედან იქით წაყვანა (ადამიანისა ან სხვა ცოცხალი არსებისა; 2. გახმობა, გაწვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამო

გამო –  მიზეზით, …-თვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ეშვება ქვევით და მარცხენა ხელის ქვეშ გადის წინ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

გიშერი

გიშერი  –  შავი ფერის ნახევრადძვირფასი ქვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი … Read more

Categories

გირჩა

გირჩა – მომრგვალო ან კვერცხის მოყვანილობის წიწვოვანი ხეების ყვავილედი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, თითების წვერები ერთმანეთს ეხება, თითების რხევით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი … Read more

Categories

გიჟი

გიჟი  –  გადარეული, არანორმალური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, შუბლთან მიტანილია გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოტა“  – ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითების წვერები ერთმანეთს ეხება განმეორებითი მოძრაობით, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

გინება

გინება –  ლანძღვა, შეურაცხმყოფელი, უშვერი, უცენზურო სიტყვებით მოხსენიება ან მიმართვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, გაშლილი და ზემოთ აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გზა

გზა  –   ქუჩა, მიმართულება, გეზი, მარშრუტი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ქვევით დაშვებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

გვირილა

გვირილა  –  ყვითელგულიანი თეთრი ყვავილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოთოლი“ – ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, … Read more

Categories

გვიან

გვიან  –  კარგა ხნის შემდეგ, დიდი ხნის, ხანგრძლივი დროის შემდეგ,  დაგვიანებით, ხანდაზმით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories