გირჩა

9

გირჩა მომრგვალო ან კვერცხის მოყვანილობის წიწვოვანი ხეების ყვავილედი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, თითების წვერები ერთმანეთს ეხება, თითების რხევით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით; მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითების წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში თითების წვერები ერთმანეთს ეხება. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.