გრძელი

3

გრძელი    სიგრძეში დიდი (რამ)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზემოთ აღმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გროში

2

გროში     ფულის უმცირესი ერთეული

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გროვა

1

გროვა     ერთგან თავმოყრილი, შექუჩებული, დაგროვებული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გრიპი

10

გრიპი    დაავადება, გაციება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

გრილი

9

გრილი   არც ცხელი და არც ცივი, ოდნავ შეციებული, ნელთბილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელთბილი“   ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

გრიგალი

8

გრიგალი   ძლიერი ქარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ძლიერი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ორგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქარი“   მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მხრების დონეზე, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

გრაფიკი

7

გრაფიკი     სქემა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთთანაა განთავსებული, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და სამგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

გოჭი

4

გოჭი     ღორის ნაშიერი, პატარა ღორი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, პირის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გორა

3

გორა /გორაკი   მრგვლად ამაღლებული ადგილი, მცირე მთა, დიდი ბორცვი

 

ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გონიერი

2

გონიერი     ჭკვიანი, აზრიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი ეხება თითების წვერებს, ხელი შუბლს ეხება და სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით მიმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

გონებაჩლუნგი

1

გონებაჩლუნგი    გონებასუსტი, დაქვეითებული აზროვნების მქონე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამორჩენა“  მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთთან ახლოს განთავსებულია ხელისგულები ზევით აწეული ცერებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

გონება

10

გონება       აზროვნების უნარი,  ჭკუა, ინტელექტი

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი და ფალანგები ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია  სახის დონეზე.

 

კატეგორია:

გოგრა

9

გოგრა     ერთწლოვანი კულტურული მცენარე, აქვს მცოცავი გრძელი ღერო და მრგვალი ფორმის დიდი ნაყოფი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ცერი მარცხენა ხელისგულზე რკალური ტრაექტორიით ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გოდორი

8

გოდორი    თხილის წნელებით ან მანეულით დაწნული უყურო ვედრო (ყურძნისთვის)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია ცერები, ორივე ხელი ზევით მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

გოგო

7

გოგო /გოგონა     ქალი ბავშვობის ასაკში

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ნიკაპს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია: