გალურჯება

გალურჯება  –   სილურჯის მიღება სიცივისგან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით სახის წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია მარცხნივ, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.    

Categories

გალობა

გალობა  –   1. ფრინველთა ჭიკჭიკი, სტვენა, 2. საეკლესიო მღერა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გალია

გალია  –  მავთულის ან რკინის ბადით შემოზღუდული სადგომი ცხოველებისა ან ფრინველებისათვის   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები წვერებით ერთმანეთს მსუბუქად ეხება, სრულდება მოძრაობა ჯერ განსვლითი და შემდეგ ქვევით მიმართული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გალესვა

გალესვა  –   ცივი იარაღის (დანის, ხმლის ან მაკრატლის და სხვ.) პირის გამახვილება, ბასრი პირის გაკეთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან რკალური ტრაექტორიით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გალახვა

გალახვა  –   ცემა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა მაჯაში და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გალაშქრება

გალაშქრება  –  ვინმეს წინააღმდეგ სალაშქროდ, საომრად გასვლა, ბრძოლის ატეხა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი თითებით  ხელისგულები მიმართულია ქვევით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გალანძღვა

გალანძღვა –  სალანძღავი სიტყვებით, ლანძღვა-გინებით მიმართვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ხოლო მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში მოხრილი, იდაყვშია მოხრილი და მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და ეხება მარცხენა ხელს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია  … Read more

Categories

გალამაზება

გალამაზება –  ლამაზად, შნოიანად გახდომა, გაუმჯობესება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლამაზი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, წრიულად მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი და ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უფრო“ –  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა … Read more

Categories

გალავანი

გალავანი  –  ქალაქის ან ციხესიმაგრის გარშემო შემოვლებული ქვის კედელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი – პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სიტყვა-ჟესტი „გარშემო“ – წინ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

გაკრიტიკება

გაკრიტიკება –  ვინმეს ან რაიმეს კრიტიკის საგნად ქცევა, განსჯა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ; ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და მაჯით ეხება მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაკვრა

გაკვრა –  დამაგრება, მიკვრა, მიწებება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

გაკვირვება

გაკვირვება – გაოცება, მოულოდნელი, არაჩვეულებრივი, უცნაური მოვლენით გამოწვეული განცდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზემოთ აღმართულია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები მაჯაში ტრიალებს შიდა მიმართულებით და ბოლო ფაზაში  ხელისგულები იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაკვეთილი

გაკვეთილი –  სასწავლო დროის მონაკვეთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, სახის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  სახის დონეზე.    

Categories

გაკეთება

გაკეთება  –   შრომით რაიმეს შექმნა, წარმოქმნა, მოწყობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაისად

გაისად  – მომავალ წელს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და სახისკენ მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories