გაკრიტიკება – ვინმეს ან რაიმეს კრიტიკის საგნად ქცევა, განსჯა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ; ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და მაჯით ეხება მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.