გალავანი

9

გალავანი  –  ქალაქის ან ციხესიმაგრის გარშემო შემოვლებული ქვის კედელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი – პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სიტყვა-ჟესტი „გარშემო“ – წინ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელები მაჯაში ტრიალდება გარე მიმართულებით და ბოლო ფაზაში  ხელისგულები იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.