ბიბილო
ბიბილო _ წითელი ბრტყელი და დაკბილული ხორცოვანი ამონაზარდი ზოგი ფრინველის თავზე ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, შუბლზე მიდებულია წინ მიმართული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, თითები უკან იხრება. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ბიბილო _ წითელი ბრტყელი და დაკბილული ხორცოვანი ამონაზარდი ზოგი ფრინველის თავზე ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, შუბლზე მიდებულია წინ მიმართული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, თითები უკან იხრება. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ბზუილი _ ბზუკუნი, ზუზუნი, მწერების ხმა რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more
ბზრიალი _ სწრაფად ტრიალი თავისი ღერძის ირგვლივ ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია და ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, მარცხენა _ ქვემოთ, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ბზინვა _ ბრწყინვა, ელვარება ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ბზეკა _ ამპარტევნება ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს და რკალური … Read more
ბზარი _ მკვრივ საგანზე მცირედ გახეთქისაგან დაჩნეული ხაზი, ნაბზარი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა ტალღური ტრაექტორიით ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ბზა _ მარადმწვანე წვრილფოთლებიანი ბუჩქი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს სცილდება. ჟესტი სრულდება მკერდის … Read more
ბეჯითი _ დაუზარელი, გულმოდგინე, მუყაითი, მეცადინე ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ბეჭი _ ადამიანის ზურგის ზევითა მხარე ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა უკან რკალური ტრაექტორიით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ბეჭს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
ბეჭედი _ სამკაული, თითზე ჩამოსაცმელი ძვირფასი ლითონის ან სხვა მასალის რგოლი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ბეჭდვა _ დაბეჭდვა, დადასტურება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ბეწვი _ თმის მსგავსი ამონაზარდი, რომლითაც დაფარულია ცხოველის ტყავი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენა მკლავთანაა, ბოლო ფაზაში შეტყუპებული და მოხრილი თითები ეხება ცერს. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.
ბეტონი _ საშენი მასალა, ცემენტის დუღაბში არეული ღორღი, ხრეში და სხვა, რომელიც გაშრობისთანავე მეტად მყარი ხდება ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი … Read more
ბერტყვა _ დაფერთხვა, რამის დაქნევით გასუფთავება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ და წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ბერკეტი _ საყრდენ წერტილზე მოძრავად დაყენებული ძელაკი (რითიც შესაძლებელია მცირე ძალის მეშვეობით მძიმე ტვირთის დაძვრა) ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთნაირი კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.