აქეთ-იქით

აქეთ-იქით  – საპირისპირო მიმართულებები – აქეთკენ  და იქითკენ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ჯერ მარჯვნივ და მერე – მარცხნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აქეთ

აქეთ  –  ამ ადგილისაკენ‚ ამ ადგილას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელი წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აქაური

აქაური –  რაც აქ‚ ამ ადგილას არის; ვინც აქ‚ ამ ადგილას ცხოვრობს, ამ ადგილისა‚ ამ მხარისა‚ ამ მიწა-წყლისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აქ“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ქვევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ – ქვევით  მიმართულია ხელისგული … Read more

Categories

აქანდაზი

აქანდაზი  –  ნაგვის ასაკრეფი მცირე ზომის ნიჩაბი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აქ

აქ   ამ ადგილას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით ძ- კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აფხაზეთი

აფხაზეთი – საქართველოს ისტორიული სამთავრო, იმიერსაქართველო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება გამეორებადი, წრიული მოძრაობა საფეთქელთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

აფრიკა

აფრიკა  –   სამხრეთის კონტინენტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

აფრა

აფრა   –  იალქანი, ხომალდის ან ნავის ანძაზე მიმაგრებული საგანგებო ტილო ხომალდის ასამოძრავებლად ქარის ძალის გამოყენებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი თითები და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელი წინ მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აფთიაქი

აფთიაქი  –   დაწესებულება‚ სადაც წამლებს ამზადებენ და ყიდიან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „წამალი“  – ქვევით მიმართულია პირთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება თითების განმეორებადი, რხევითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი  „დაფქვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ … Read more

Categories

აფთარი

აფთარი  –    ჰიენა, კატისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი‚ იკვებება უმთავრესად მძორით   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და მომდევნო ფაზაში თითები იშლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზოლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories

აფექტი

აფექტი   –  სულიერი მღელვარება,  ხანმოკლე და ძლიერი ემოცია‚ რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება ჩაადენინოს მისთვის უჩვეულო საქციელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „აზრი“ /„გონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories

აფეთქება

აფეთქება  –  1. ნგრევა‚ გამოწვეული ფეთქებადი ნივთიერების აალებით;  2. მოულოდნელი და თავშეუკავებელი გაბრაზება‚ ძლიერი განრისხება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელები, სწრაფად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აუხსნელი

აუხსნელი  –    რაც არ აუხსნიათ‚ რაც ახსნილი არ არის   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახსნა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით … Read more

Categories

აუცილებელი

აუცილებელი   –  რასაც გვერდს ვერ აუვლიან, უეჭველი, გარდაუვალი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია  მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აუტანელი

აუტანელი –  რისი ან ვისი ატანაც‚ გაძლებაც შეუძლებელია   ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ატანა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერით, ხელი ცერით ეხება სხეულს და ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories