დაახლოებული

დაახლოებული  _ ახლოს მოსული, მოახლოებული, ახლომყოფი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, წინ განთავსებული მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაახლოება

დაახლოება  _  ახლოს მოყვანა, მოტანა, ახლოს მისვლა, მიახლოება, მოახლოება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, წინ განთავსებული მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს და მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაარსებული

დაარსებული  _  გახსნილი, საფუძველჩაყრილი, შექმნილი, რაც დააარსეს, გაიხსნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე … Read more

Categories

დაარსება

დაარსება  _ საფუძვლის ჩაყრა, დაფუძნება, შექმნა, გახსნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაავადებული

დაავადებული  _  ავადმყოფი, სნეული   რთული ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ … Read more

Categories

დაავადება

დაავადება _ დაავადმყოფება, დასნეულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ … Read more

Categories

და

და   მაერთებელი კავშირი (ფრაზის ორი ერთგვარი წევრისა ან ორი წინადადების)   ფორმა მოცემულია დაქტილებით დ და ა.  

Categories

და

და   ერთი დედ-მამის (ან ერთ-ერთი მათგანის) ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ძ-კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ეშვება ქვემოთ და ზემოთ აღმართული მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარჯვნივ მიმართულ მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაყვანა

გაყვანა  –  1. შიგნიდან გარეთ ან აქედან იქით წაყვანა (ადამიანისა ან სხვა ცოცხალი არსებისა; 2. გახმობა, გაწვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბელი

ბელი   დათვის ნაშიერი   ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე. … Read more

Categories

ბე

ბე    თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  – ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან … Read more

Categories

აზრი

აზრი  _ ფიქრისა და მსჯელობის პროდუქტი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.      

Categories

ადგილი

ადგილი  _  სივრცის ნაწილი დედამიწაზე   ორხელიანი, სიმეტრული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,

Categories

ადამიანი

ადამიანი  _  მოაზროვნე ცოცხალი არსება   ერთხელიანი, დინამიკური, ჟესტი, ხელისგული მიმართულია პირდაპირ და ქვევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, ხელი ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება  მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories

აგება

აგება   აშენება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ერთად შეტყუპებული და სწორად მოხრილია ოთხი თითი, საჩვენებელი თითი ეხება ცერს, სრულდება ორჯერადი (ან სამჯერადი) რკალური მოძრაობა ერთმანეთისკენ  და ამავდროულად ზემოთ მიმართული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories