ვიტამინი

ვიტამინი –  ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასსრგებლო ნივთიერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვიღაც

ვიღაც –    ვინმე, ეს ნაცვალსახელი იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

ვისი

ვისი  –    რომელი ადამიანის?  მხოლოდ ადამიანის კუთვნილების კითხვითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება” –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული … Read more

Categories

ვის

ვის   –   რომელ ადამიანს?  მხოლოდ ადამიანის მიმართ იხმარება ეს კითხვითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია … Read more

Categories

ვირთხა

ვირთხა  – ვირთაგვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თაგვი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველის კბილები“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი … Read more

Categories

ვიოლინო

ვიოლინო  – მაღალი ტემბრის მქონე ოთხსიმიანი საკრავი, რომელზედაც უკრავენ ხემით (ქამანით)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  წინ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვინც

ვინც    –  რომელი ადამიანიც;  მიმართებითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ,   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა, წინ და მარცხნივ მიმართულია … Read more

Categories

ვინმე

ვინმე  –    მიმართებითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ, რომელიმე ადამიანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორჯერ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვინაობა

ვინაობა –   ამა თუ იმ ადამიანის წარმოშობა, სადაურობა; რაობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

ვინ

ვინ    –  კითხვითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვირი

ვირი  – ცხენების ოჯახის გრძელყურებიანი, მოკლე ფაფრიანი შინაური ცხოველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ვითომ

ვითომ  –  აღნიშნავს, რომ რაიმე მოქმედება ან მოვლენა ისეთი არ არის, როგორადაც გვეჩვენება, სინამდვილეში სხვაგვარია   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი და  ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს, რკალური ტრაექტორიით სრულდება  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ვითარება

ვითარება –  მდგომარეობა, გარემოება, პირობები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი … Read more

Categories

ვეშაპი

ვეშაპი –  ზღვის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარა ცხოველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვეღარ

ვეღარ  – უკვე ვერ, მეტი ვერ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “არასოდეს“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. … Read more

Categories