ზეგ

ზეგ –  ხვალის მომდევნო დღეს,  ხვალზევით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ცერი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ზაფხული

ზაფხული –  წლის ყველაზე ცხელი დრო. მისი თვეებია: ივნისი, ივლისი და აგვისტო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ გათავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება ჯერ ნიკაპს, შემდეგ შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ზაფრანა

ზაფრანა  –  ყვითელყვავილიანი მცენარე, რომელთაც საჭმლის სანელებლად იყენებენ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით  და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და … Read more

Categories

ზარმაცი

ზარმაცი  –  ზანტი, უქნარა, ვინც მუშაობას, რისამე კეთებას გაურბის, ვისაც შრომა-გარჯა ეზარება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ზარი

ზარი  –  ლითონისაგან  ჩამოსხმული კონუსის მოყვანილობის ღრუ სარეკელი, რომლის შიგნით არის  ლითონის თავმსხვილი საცემელა (ზარის ენა), რომელიც მოძრაობისას კედლებს ეხლება და რეკის ხმას გამოსცემს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ზარალი

ზარალი  –  ქონებრივი დანაკარგი, დანაკლისი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ქვევით, თითები ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ზანტი

ზანტი  –   ზარმაცი, ნელი, მძიმე, აუჩქარებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზარმაცი“ – წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, ცერი მსუბუქად ეხება ნიკაპს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული და ზევით აღმართული ცერი ნიკაპს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

ზანგი

ზანგი  –   შავკანიანი ადამიანი, ნეგრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – სახისკენ მიმართულია ხელისგული,  ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაშიფართოდ გაშლილია თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა სახის წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა … Read more

Categories

ზამთარი

ზამთარი  –  წელიწადის ყველაზე ცივი დრო. მისი თვეებია: დეკემბერი, იანვარი, თებერვალი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება ნახევარ-წრის ტრაექტორიული მოძრაობა და ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ზავი

ზავი –  შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეპირება“ – მერჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია შუა და გაშლილია საჩვენებელი … Read more

Categories

ვულკანი

ვულკანი  – მთა, სადაც მიწის წიაღიდან გავარვარებული გამდნარი ლავა და  გაზები ამოინთხევა, ცეცხლის მფრქვევი მთა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში  იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოფრქვევა“ – … Read more

Categories

ვრცელი

ვრცელი –  ფართო, სიგრძე-სიგანით დიდი,  დიდ სივრცეზე გადაშლილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვნება

ვნება  –  გზნება, ძლიერი, თავდავიწყებითი გრძნობა,  უზომო გატაცება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზიდვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში … Read more

Categories

ვიწრო

ვიწრო  – მცირე ფართობის მქონე, გარდიგარდმო მცირე ზომისა, არაგანიერი    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება ჯერ დაახლოებითი, შემდეგ წინ მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვიწრო

ვიწრო  – მცირე ზომისა, მცირე განისა, არაგანიერი    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და ერთმანეთს მჭიდროდ ეხება, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ცვლიან პოზიციებს: ჯერ მარჯვენა ხელია ზემოთ განთავსებული, შემდეგ  – მარცხენა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories