ზურგი

081

ზურგი  _   ადამიანის სხეულის უკანა მხარე კისრის ქვევით (წელამდე); ცხოველის სხეულის ზევითა მხარე კისრიდან მოყოლებული (გავამდე, ბოლომდე …)

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ბეჭს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ზრუნვა

080

ზრუნვა   წუხილი, დარდი, ფიქრი ვინმეზე ან რამეზე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა  დონეზე.

 

კატეგორია:

ზოდიაქო

079

ზოდიაქო  _  ასტრონომიული კალენდარული ნიშნები, ცის სფეროს წარმოსახვითი სარტყელი, რომელიც შედგება  12 თანავარსკვლავედისაგან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზედაპირი

078

ზედაპირი  _    საგნის გარეგანი, ზევითა ნაწილი, ზედაფენა, ზედა შრე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზღვარი

7

ზღვარი   საზღვარი, მიჯნა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მუშტად შეკრულია თითები და ქვევით დაშვებულია გაშლილი ცერი, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ზღვა

6

ზღვა   მლაშე წყლის დიდი მასა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზღარბი

5

ზღარბი  ეკლიანი ტყავით მოსილი პატარა მწერიჭამია ცხოველი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მოხრილი თითებით მიმართულია მარცხნივ, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ბოლო ფაზაში წინ მიმართულია  მარჯვენა ხელისგული გაშლილი, ზევით აღმართული თითებით და ჩაკეცილი ცერით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზღაპარი

4

ზღაპარი ფანტასტიკური შინაარსის ხალხური თხრობითი ნაწარმოები

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ზუსტი

3

ზუსტი   ზედმიწევნით სწორი, ნამდვილი, ზედმიწევნილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ზუზუნი

2

ზუზუნი    წვრილი, გაბმული ხმა, წუილი, ზუილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ყურებთან ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ზუგდიდი

1

ზუგდიდი ქალაქი სამეგრელოში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სამეგრელო“ ხელისგული მიმართულია  წინ, საჩვენებელი  თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება ყურთან, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“   მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ქვევით ჩაწეული შუა თითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზრდილობიანი

10

ზრდილობიანი    თავაზიანი, ზრდილი

 

რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ზრდა

9

ზრდა    ორგანიზმის, ცოცხალი არსების მიერ განვითარების შემდგომი საფეხურების მიღწევა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ზოოპარკი

8

ზოოპარკი  ზოოლოგიური პარკი, პარკი გარეული ცხოველების სანახაობით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცირკი“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ზომა

7

ზომა    რისამე სიდიდე საზომ ერთეულთან შედარებით  (მოცულობა, სიმაღლე, წონა)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, ცერებისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია: