ზანგი

3

ზანგი  –   შავკანიანი ადამიანი, ნეგრი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – სახისკენ მიმართულია ხელისგული,  ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაშიფართოდ გაშლილია თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა სახის წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის,  მკერდისა და მხრების დონეზე.