თეფში

თეფში –  მრგვალი, გაშლილი, მეტ-ნაკლებად ჩაღრმავებული ჭურჭელი საჭმლის, კერძის დასადებად   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

თესლი

თესლი  –   მცენარის გამრავლების ორგანო, რომელიც ვითარდება თესლკვირტიდან და შედგება მომავალი მცენარის ჩანასახისა და მისთვის საჭირო საზრდოსაგან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი თითის წვერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თერთმეტი

თერთმეტი –  რიცხვი 11, ათი და ერთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი და ამ თითით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით: თითი იკეცება და იხსნება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

თეორია

თეორია   – ფუძემდებელი, ხელმძღვანელი იდეების სისტემა ამა თუ იმ დარგში   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს უახლოვდება და ღია წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თემა

თემა  – საკითხი, რომელსაც ეხება თხზულება ან საუბარი, დებულება, სიუჟეტი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თეთრი

თეთრი  – თოვლის, რძის ფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თევზაობა

თევზაობა  – თევზის ჭერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ანკესი“ – მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ … Read more

Categories

თევზი

თევზი –  წყლის ხერხემლიანი ცხოველი, რომელიც ლაყუჩებით სუნთქავს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თებერვალი

თებერვალი –  კალენდარული წლის მეორე (და ზამთრის მესამე) თვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი წარმოდგენილია თ დაქტილით.

Categories

თეატრი

თეატრი  – ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს სცენაზე რისამე წარმოდგენა-განსახიერებაში და ასეთი დაწესებულების შენობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია თითები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ქვევით ჩაწეული შუა თითებით ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თბილისი

თბილისი  – საქართველოს დედაქალაქი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება მკერდს და სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი, … Read more

Categories

თბილი

თბილი –  სითბოს მქონე, ცივისა და ცხელის საშუალი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თაყვანისცემა

თაყვანისცემა  –  1.პატივისცემა, გაღმერთება, კერპად გახდა; 2. მოწიწებით, მოკრძალებით, მდაბლად თავის დაკვრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ მორჩილება“ – სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

თასი

თასი  –  მხატვრულად გაფორმებული ლითონის, ბროლის ან ფაიფურის ძვირფასი ჭურჭელი შეჯიბრებაში გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

თარჯიმანი

თარჯიმანი  – საუბრის ერთი ენიდან მეორე ენაზე ზეპირად მთარგმნელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თარგმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით … Read more

Categories