თარიღი

თარიღი  – რაიმე მოვლენის, ფაქტის მომხდარობის, რაიმე დოკუმენტის შექმნის წერილობით აღნიშნული დრო (წელი, თვე, დღე)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ – სახის წინ განთავსებულია მარცხნივ მიმართული ხელისგული, გაშლილია ცერი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები, თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის … Read more

Categories

თარგმნა

თარგმნა –   (ტექსტის) ერთი ენიდან მეორეზე გადაღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თაობა

თაობა  –  შთამომავლობის თითოეული საფეხური   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის ქვემოთ მიმართული მოძრაობა, შემდგომ ფაზაში ერთმანეთის გასწვრივ მდებარე საჩვენებელი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თანხმობა

თანხმობა  –  დადებითი პასუხი, დასტური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანახმა“ – ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აწეულია ცერები, ხელები სინქრონულად ქვევით … Read more

Categories

თანხა

თანხა –  ფულის ესა თუ ის რაოდენობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერი ეხება თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თანმიმდევრობა

თანმიმდევრობა  –  რიგი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მოხრილი თითებით    ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ქვემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის ზევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თანდართული

თანდართული  –   რაც თან დაერთვის, თან ახლავს რასმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თანდათან

თანდათან  – ცოტცოტაობით, ნელ-ნელა, უფრო და უფრო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თანახმა

თანახმა –  დასტურის მიცემა, ყაბული, დათანხმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აწეულია ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე  ხელი სინქრონულად ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.  

Categories

თანასწორი

თანასწორი –  სიდიდით, უფლებით, მნიშვნელობით, ღირებულებით ან სხვა თვისებით ერთგვარი, ერთნაირი, თანაბარი, თანატოლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთ ხაზზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება დაახლოებითი, სინქრონული მოძრაობა: ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით და წინ მოძრაობს, ქვემოთ განთავსებული მარცხენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ხელები ერთმანეთს უსწორდება და ეხება. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

თანამშრომელი

თანამშრომელი  – სხვასთან ერთად მომუშავე დაწესებულებაში, ამა თუ იმ დაწესებულების მოსამსახურე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერთად“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ … Read more

Categories

თანამედროვე

თანამედროვე  – ვინც ან რაც აწმყო დროს, მიმდინარე ეპოქას ეკუთვნის,  ახლანდელი, აწინდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ახალი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას მარჯვნივ და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

თანამდებობა

თანამდებობა  – სამსახურებრივი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე … Read more

Categories

თანამგზავრი

თანამგზავრი –   ვინც სხვასთან ერთად მგზავრობს, სხვასთან ერთად მავალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ჯერ სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, შემდეგ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თანაგრძნობა

თანაგრძნობა –  გულშემატკივრობა სხვისი დარდის, მწუხარების გამო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწუხარება“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში და ხელი ისევ ეხება მკერდს: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი … Read more

Categories