თანაბარი

თანაბარი  – ერთი და იმავე ზომისა, თანატოლი, თანასწორი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია წვერებით ერთმანეთთან ახლოს მიტანილი გართოდ გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თამბაქო

თამბაქო –  სიგარეტი, ნიკოტინის შემცველი ერთწლოვანი მცენარის ფოთოლი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითები ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თამაში

თამაში –  თავშესაქცევი, გასართობი მოქმედება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თამამი

თამამი –  ლაღი, გამბედავი     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია მუშტები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თამადა

თამადა  – სუფრის (ქეიფის, ნადიმის) ხელმძღვანელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი – … Read more

Categories

თაიგული

თაიგული  – ყვავილების კონა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ფალანგებში მოხრილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კონა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

თათი

თათი –  ცხოველის კიდურის ბოლო, თითებიანი ნაწილი,  ტორი    ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, იდაყვში მოხრილი ხელი ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

თათბირი

თათბირი – შეკრება რაიმე საკითხის გადასაწყვეტად, მსჯელობა, საუბარი, მსჯელობა, სჯა-ბაასი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები მონაცვლეობით ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

თათარა

თათარა  –  ნადუღი ყურძნის ტკბილისა და პურის ფქვილისაგან გაკეთებული ფაფისებური საჭმელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით  მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული; ჟესტის მეორე … Read more

Categories

თავხედი

თავხედი –  ურცხვად თამამი, ზედმეტად კადნიერი, ზედმეტად მოურიდებელი, უტიფარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, შუბლს ეხება მოხრილი თითების წვერები, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცარიელე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ქვევით … Read more

Categories

თავსატეხი

თავსატეხი –  თავსამტვრევი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები გაშლილია და ეხება გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი … Read more

Categories

თავსაბურავი

თავსაბურავი –  რითაც თავს იბურავენ, თავზე მოსახვევი ან დასახურავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავსახვევი“  – თავის დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და … Read more

Categories

თავნება

თავნება  – თავისნება, ჯიუტი, ჟინიანი კერპი, თავისნათქვამა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახესთან ახლოს მიტანილი ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, თითების რხევით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თავმჯდომარე

თავმჯდომარე  –  ხელმძღვანელი, გამძღოლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თავდახრა

თავდახრა   – თავის დაბლა დახრა, თავის დაწევა, დაღუნვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელი სხეულისკენ მიმართული ხელისგულით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories