თაიგული

8

თაიგული  ყვავილების კონა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ფალანგებში მოხრილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კონა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.