ლიკვიდაცია

ლიკვიდაცია –  საქმიანობის შეწყვეტა, დახურვა, გაუქმება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლითონი

ლითონი  – ქიმიურად მარტივი სხეული ან შენადნობი, მეტწილად ჭედვადი, დნობადი, სითბო დაელექტროგამტარი   ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „რკინა“–  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ და სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ზემოდან ეხება მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

ლიდერი

ლიდერი – პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივ-პროფესიული ორგანიზაციის  ხელმძღვანელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული  მიმართულია ქვევით, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით ხელი ეხება ზევით აღმართულ მარცხენა ცერს, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული  მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლიანდაგი

ლიანდაგი  –  რკინიგზის ხაზი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ორივე ხელით სრულდება განმეორებადი სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლეღვი

ლეღვი  – თუთისებრთა ოჯახის ხე, აქვს მომრგვალო, თავბრტყელი, მეტად ტკბილი და ყუათიანი ნაყოფი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ქვევით მიმართული თითების წვერებს, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი, ზევით მიმართული და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით  რამდენჯერმე სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

ლექცია

ლექცია – უმაღლეს სასწავლებელში ამა თუ იმ სამეცნიერო კურსის მასალის სისტემატური თხრობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინსტიტუტი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი, შუა და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხსენება“ … Read more

Categories

ლექტორი

ლექტორი  – ვინც ლექციას კითხულობს, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინსტიტუტი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასწავლებელი“ –  წინ მიმართულია … Read more

Categories

ლექსიკონი

ლექსიკონი  – სიტყვების კრებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“  –  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

ლექსი

ლექსი – პოეტური ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს თავისებური რიტმი და რითმები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლესვა

ლესვა  –   გლესით ზელა, გაქნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ლენტი

ლენტი –  გრძელი ქსოვილი ქალის თმების ან ტანისამოსის დასამშვენებლად, რაიმე მსუბუქი ნივთების შესაკრავად ან ჩამოსაბმელად და სხვ.   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლეკვი

ლეკვი  – ძაღლის ნაშიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძაღლი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, სახის წინ ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“– ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და … Read more

Categories

ლეიბი

ლეიბი  – გავსებული საგები, რაზედაც წვებიან. ლოგინის ქვეშაგები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს და სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ლეგენდა

  ლეგენდა –  ხალხური გადმოცემა, თქმულება, არაჩვეულებრივი ამბავი ვისიმე ცხოვრების ან რაიმე შემთხვევის შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი სახეს ეხება და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შთამომავლობა“ / „თაობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

ლებანი

ლებანი  – 1. თესლის ჩანასახის ნაწილი,  2. კაკლის გულის ერთი ნახევარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ხელები ერთმანეთს სცილდება და ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ხელისგულები მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories