ლაჩარი

ლაჩარი  –  მშიშარა, მხდალი, ჯაბანი, ქალაჩუნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელის თითებით სრულდება კანკალის გამომსახველი მრავალფაზაიანი მოქმედება; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

ლაშქარი

ლაშქარი  –  ჯარი, არმია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარი“ – მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხმრავლობა“–  ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, მარჯვენა ხელი ზევიდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი … Read more

Categories

ლაყუჩები

ლაყუჩები –  თევზის და ზოგი სხვა წყლის ცხოველის სასუნთქი ორგანო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“–  ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ლაყუჩები“ – სახესთან განთავსებული ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში … Read more

Categories

ლაღი

ლაღი  – თავისუფალი, თამამი, ამაყი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათელი“  / „ღია“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა … Read more

Categories

ლაქუცი

ლაქუცი –  1. ძაღლის თამაში კუდის ქნევითა და ტანის მოძრაობით; 2. მლიქვნელობა, პირფერობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ლაქლაქი

ლაქლაქი –  უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, ყბედობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქნევა“ – მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია … Read more

Categories

ლაქი

ლაქი –  ფრჩხილების  ფერადი, კოსმეტიკური საფარი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა საჩვენებელი თითი ფრჩხილზე ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ლაქა

ლაქა  –  განსხვავებული ფერის პატარა ადგილი, ნიშანი რისამე ზედაპირზე, ჭუჭყად ჩამჯდარი და დაჩნეული რამე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხიმი“ –  წინ მიმართულია ხელისგული, შუა თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მარცხენა მკლავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

ლატარია

ლატარია – ნივთების ან ფულის გათამაშება ბილეთებით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

ლარი

ლარი  –  ქართული ფულის ერთეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ – ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია  ძველი ანბანის დაქტილი „ლ“.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ლაპარაკი

ლაპარაკი – საუბარი, ბაასი, მასლაათი,  სიტყვებით აზრის გაზიარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლანძღვა

ლანძღვა  –  გინება, კიცხვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია წინ, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული, იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილია მარჯვენა ხელის თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

ლანდი

ლანდი – ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება, ჩრდილი, აჩრდილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია თვალთან … Read more

Categories

ლამის

ლამის  –  თითქმის, კინაღამ, ცოტაღა აკლია, რომ…   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ლამბაქი

ლამბაქი –   ჭიქის ან ფინჯნის დასადგმელი პატარა თეფში   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories