ლამაზი

ლამაზი –   სასიამოვნო გარეგნობის მქონე, კარგი შესახედაობისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი  თითები ეხება ლოყებს, ხელი ქვევით მოძრაობს და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, შემდეგ ფაზაში ხელი ზევით მოძრაობს და თითების წვერებით ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ლაზერი

ლაზერი  –  სხივური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით (სამკურნალოდ)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით მარცხნივ მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლავაში

ლავაში  – თონეში გამომცხვარი თხელი და მოგრძო პური   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილება რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ლაბორატორია

  ლაბორატორია  –  სამეცნიერო-კვლევითი ან ტექნიკური მუშაობისათვის განკუთვნილი, სათანადოდ მოწყობილი ადგილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთ ირიბ ხაზზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებულია მარჯვენა ხელი, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

კუჭ-ნაწლავი

კუჭ-ნაწლავი  _   ადამიანის ან ცხოველის შინაგანი ორგანოები, კუჭი და ნაწლავები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კუჭი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით  სხეულისკენაა მიმართული, ქვევით ჩაწული შუა თითი სხეულს ეხება კუჭთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწლავი“ _ ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ვერტიკალზე განლაგებული ხელისგულები სხეულისკენაა … Read more

Categories

კურსი

კურსი  _   სვლის მიმართულება, ძირითადი გეზი, ორიენტაცია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინსტიტუტი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, … Read more

Categories

კურკა

კურკა  _   ზოგი ხეხილის ნაყოფის მაგარნაჭუჭიანი თესლი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კურდღელი

კურდღელი _  მომცრო ძუძუმწოვარი ცხოველი, გრძელყურებიანი და ფეხმარდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები მიდებულია ყურებთან, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

კუნძული

კუნძული _   ყოველმხრივ წყლით შემოსაზღვრული ხმელეთის ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოსაზღვრული ადგილი“ _ ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგული … Read more

Categories

კუნძი

კუნძი   _  მორი, გადაჭრილი ხე, ძელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით … Read more

Categories

კულტურული

კულტურული   _  1. კულტურასთან დაკავშირებული, მისთვის დამახასიათებელი; 2. თავაზიანი    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კულტურა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ _ ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, … Read more

Categories

კულტურა

კულტურა  _   საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანთა შრომა-გარჯილობით შექმნილი ღირებულებანი, მიღწევები განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის, ხელოვნების, აგრეთვე ყოფა-ცხოვრების დარგში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

კუთხე

კუთხე  _   ერთი წერტილიდან გამოსულ ორ სწორ ხაზს შორის მოქცეული ფართობი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება დაახლოებითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კუთვნილი

კუთვნილი  _   რაც ვისმე ეკუთვნის, ვისიმე საკუთრებას წარმოადგენს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული  ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კუზი

კუზი  _  ხერხემლის ან გულ-მკერდის ძვლების დამახინჯებით გამოწვეული ამოზნექილობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხართან ახლოს მიტანილი ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories