კუპატი

კუპატი  _  დაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილი ნაწლავი, ძეხვი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კუბდარი

კუბდარი  _ ხორციანი ღვეზელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხორცი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხაჭაპური“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ასევე განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

კუ

კუ  _  ნელა მოძრავი ქვეწარმავალი, რომლის სხეულიც დაფარულია ძვლოვანი ბაკნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, განზე გაწეულია ცერები, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, ბოლო ფაზაში ცერები მოხრილია ფალანგებში.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

კითხვა

კითხვა   _   დაწერილი ან დაბეჭდილი ტექსტის ამოცნობა (ასოებით)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

კერძო

კერძო _   ცალკეული პირის კუთვნილი,  ისეთი, რაც არ ეკუთვნის სახელმწიფოს ან საზოგადოებას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მკერდს ქვევით სხეულზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და ხელი ისევ ეხება სხეულს და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

კენჭისყრა

კენჭისყრა  –  ხმის მიცემით რაიმე საკითხის გადაწყვეტა ან ვისიმე არჩევა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელის აწევა“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

კარგი

კარგი  _  ისეთი, როგორიც საჭიროა, საჭირო თვისების მქონე, სასურველი, მოსაწონი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

კუჭ-ნაწლავი

კუჭ-ნაწლავი  _   ადამიანის ან ცხოველის შინაგანი ორგანოები, კუჭი და ნაწლავები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კუჭი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით  სხეულისკენაა მიმართული, ქვევით ჩაწული შუა თითი სხეულს ეხება კუჭთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწლავი“ _ ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ვერტიკალზე განლაგებული ხელისგულები სხეულისკენაა … Read more

Categories

კურსი

კურსი  _   სვლის მიმართულება, ძირითადი გეზი, ორიენტაცია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინსტიტუტი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, … Read more

Categories

კურკა

კურკა  _   ზოგი ხეხილის ნაყოფის მაგარნაჭუჭიანი თესლი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კურდღელი

კურდღელი _  მომცრო ძუძუმწოვარი ცხოველი, გრძელყურებიანი და ფეხმარდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები მიდებულია ყურებთან, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

კუნძული

კუნძული _   ყოველმხრივ წყლით შემოსაზღვრული ხმელეთის ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოსაზღვრული ადგილი“ _ ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგული … Read more

Categories

კუნძი

კუნძი   _  მორი, გადაჭრილი ხე, ძელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით … Read more

Categories

კულტურული

კულტურული   _  1. კულტურასთან დაკავშირებული, მისთვის დამახასიათებელი; 2. თავაზიანი    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კულტურა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ _ ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, … Read more

Categories

კულტურა

კულტურა  _   საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანთა შრომა-გარჯილობით შექმნილი ღირებულებანი, მიღწევები განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის, ხელოვნების, აგრეთვე ყოფა-ცხოვრების დარგში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories