ლეიბი

2

ლეიბი  – გავსებული საგები, რაზედაც წვებიან. ლოგინის ქვეშაგები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს და სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.