ლუკმა

ლუკმა –  საჭმლის მცირე ნაწილი, რასაც ერთ ჯერზე ჩაიდებენ პირში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პური“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(პურის) ნაჭერი“  – ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

ლუდი

ლუდი – ქერის ან ხორბლის ალაოსაგან გამოხდილი მცირე ალკოჰოლიანი სასმელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლტოლვილი

ლტოლვილი –  გაქცეული, გადახვეწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

ლპობა

ლპობა  –   გახრწნა, გაფუჭება, დაშლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებით ხელი ეხება სახეს ცხვირთან, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამდნარი“ – ზევით მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების … Read more

Categories

ლოცვა

ლოცვა  – ღვთისთვის ვედრება, თხოვა გარკვეული წესის შესრულებით, დალოცვა   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელები ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ლოყაწითელი

ლოყაწითელი  –  წითელი ლოყების მქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ლოყები“–  საჩვენებელი და ცერი თითები მოხრილია, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, ორივე ხელი სხეულისკენ მოძრაობს სინქრონულად, … Read more

Categories

ლოყა

ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე, ღაწვი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ცერი და საჩვენებელი თითები მოხრილია, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, ორივე  ხელი სხეულისკენ მოძრაობს სინქრონულად, საჩვენებელი და ცერი თითები ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ლოქო

ლოქო –   1. დიდთავა, ულვაშიანი, უქერცლო თევზი ლოქოების ოჯახისა, ცხოვრობს მტკნარ წყალში; 2. ზანტი, მოუხერხებელი, დონდლო, უშნო, დოლაპია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ულვაში“ – საჩვენებელი და … Read more

Categories

ლორი

ლორი  – ღორის ხორცი დამარილებული და ბოლში გამოყვანილი შესანახად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ – ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, პირის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჭრა“–  მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე … Read more

Categories

ლიტერატურა

ლიტერატურა  – მხატვრული ნაწარმოებების ერთობლიობა, მწერლობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლინგვისტი

ლინგვისტი – ლინგვისტიკის სპეციალისტი, ენათმეცნიერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ლიმონი

ლიმონი –   ციტრუსოვანი ხე მარადმწვანე ფოთლებით, ოვალური, ყვითელი, წვნიანი და მჟავე ნაყოფით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ  მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, ფართოდ  გაშლილი და ერთმანეთისკენ  მიმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლიმონათი

ლიმონათი  –  გამაგრილებელი სასმელი, დამზადებული წყლისაგან ლიმონის ან სხვა ხილის წვენისა დაშაქრის მიმატებით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ლილიპუტი

ლილიპუტი –  ძალიან პატარა ტანის ადამიანი, ჯუჯა კაცი,  ქონდრის კაცი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, მარჯვენა ხელისგული  მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი მოხრილია და ცერს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით  და ზევით აღმართული ცერით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ცერს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ედება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ლილა

ლილა – მინერალური ლურჯი საღებავი, იყენებენ თეთრეულის რეცხვისას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ხელისგულები მიმართულია ქვევით გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories