ლპობა

6

ლპობა     გახრწნა, გაფუჭება, დაშლა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებით ხელი ეხება სახეს ცხვირთან, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამდნარი“ ზევით მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების წვერებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.