მაზლი

მაზლი –   ქმრის ძმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ცოლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

მავნე

მავნე   –  ვნების, ზიანის მომტანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სიმეტრიული კონფიგურაციით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია ფართოდ, მარცხენა მაჯის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მადლობა

მადლობა  – სიტყვით ან საქმით დაფასება სხვის მიერ გაწეული სიკეთისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება შუბლს და შემდეგ ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მადლი

მადლი  –  სიკეთე, ქველობა, მოწყალება, კეთილი საქმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მადა

მადა –  საჭმლის ნდომა, ჭამის სურვილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი თითებით ხელი ეხება ყელს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მაგრამ

მაგრამ –  კავშირი, რომელიც უპირისპირებს ერთმანეთს საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვებს ან წინადადებებს   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მაგნიტოფონი

მაგნიტოფონი –  მაგნიტური მეთოდით ბგერის ჩამწერი ელექტროხელსაწყო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მაგიდა

მაგიდა –  სხვადასხვა დანიშნულების ხის დგამი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მაგარი

მაგარი –  მყარი, ძნელად გასატეხი, მტკიცე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მაგალითი

მაგალითი  – მათემატიკური მაგალითი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“– ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად … Read more

Categories

ლხინი

ლხინი  – მხიარულება, დროს ტარება, წვეულება, ნადიმი, ქეიფი     ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მხიარულება” – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები იდაყვებში იხრება და ხელისგულები თავს უახლოვდება მონაცვლეობით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფრა“ – ზევით მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

ლღობა

ლღობა  –  ლხობა, დნობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

ლუწი

ლუწი   –  რიცხვი, რომელიც იყოფა ორზე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ორი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ოთხი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა, არათითი და ნეკი, ცერი ჩაკეცილია; ჟესტის მესამე … Read more

Categories

ლურჯი

ლურჯი  – მუქი ცისფერი, სპექტრის ერთ-ერთი ძირითადი ფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ლურსმანი

ლურსმანი –  ლითონის თავბრტყელი და ბოლოწვეტიანი ღერო, რომელიც იხმარება რისამე დასაჭედებლად, დასამაგრებლად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწილი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერით და … Read more

Categories