ლექსიკონი

7

ლექსიკონი  სიტყვების კრებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“    მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამონათვალი“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.