რამოდენა

რამოდენა  _   რა სიდიდისა, რა ზომისა; რა დიდი, როგორი დიდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენიმე“ _ ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება ლოყას და მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა … Read more

Categories

რამე

რამე  _  რამე, რაღაც ნივთი, მოვლენა, ცხოველი ან სხვა რამ (არაადამიანი)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რამდენჯერმე

რამდენჯერმე  _   არაერთხელ, რამდენიმეზე გამრავლებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „-ჯერ“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური … Read more

Categories

რამდენჯერ

რამდენჯერ  _    არაერთხელ, რამდენიმეზე გამრავლებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „-ჯერ“ _  წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რამდენიმე

რამდენიმე  _   მცირე რაოდენობის, არაბევრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რამდენი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-მე“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

რამდენი

რამდენი   _   რა რაოდენობისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რაკრაკი

რაკრაკი   _  წყაროს, ნაკადულის ხმაური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება შუათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული,  ორივე ხელით … Read more

Categories

რაკეტა

რაკეტა  _   1. რეაქტიული ძრავის მქონე საფრენი აპარატი, აღწევს დიდ სისწრაფესა და სიმაღლეს;  2. დენთით დატენილი ჰილზი, შუშხუნა, რომელიც აფეთქებისას ძლიერ მაღლა ავარდება და გამოცემს სხვადასხვა ფერის სინათლეს, იყენებენ ფეიერვერკისათვის ან სამხედრო საქმეში სასიგნალოდ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მის ქვეშ განთავსებული  მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, … Read more

Categories

რაიონული

რაიონული  _   რაიონთან დაკავშირებული, რაიონის კუთვნილი,  რაიონისა, სარაიონო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაიონი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები  გაშლილია, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მათი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

რაიონი

რაიონი  _   გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ სხვა ნიშნის მიხედვით გამოყოფილი ტერიტორიული ერთეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

რაინდი

რაინდი _ კეთილშობილი, დიდსულოვანი, გმირი ვაჟკაცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟკაცი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საულვაშეზე ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _  ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

რაიმე

რაიმე   _  რამე, რაღაც   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი … Read more

Categories

რადიუსი

რადიუსი  _  1.  მონაკვეთი, რომელიც აერთებს წრეხაზის (ან სფეროს) ცენტრს მის რომელიმე წერტილთან; 2. რისამე გავრცელების ან მოქმედების არე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

რადიო

რადიო   _  კავშირგაბმულობა და მაუწყებლობა მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სმენა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ყურთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

რადიაცია

რადიაცია  _   სხივების ფრქვევა, ელექტრომაგნიტური ტალღების გამოშვება,  გამოსხივება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება პოზიციის მონაცვლეობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ … Read more

Categories