რაიონული

8

რაიონული  _   რაიონთან დაკავშირებული, რაიონის კუთვნილი,  რაიონისა, სარაიონო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაიონი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები  გაშლილია, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მათი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.