რეალიზმი

რეალიზმი  _   ლიტერატურასა და ხელოვნებაში მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელსაც ახასიათებს სინამდვილის მართალი ასახვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

რგოლი

რგოლი  _   საგანი, რომელსაც წრეხაზის ფორმა აქვს, პატარა სალტე   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული,  გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რბილი

რბილი  _   რაც ადვილად იცვლის ფორმას, რაც ზემოქმედების შედეგად ადვილად იზნიქება, იღუნება, იჭყლიტება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რბევა

რბევა   _      აკლება, აწიოკება, აოხრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მიტინგი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები, ორივე ხელი ზევით მოძრაობს ერთად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცემა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და … Read more

Categories

რახარუხი

რახარუხი   _   მაგარი სხეულების ვარდნის, ცემის, ერთმანეთზე მიხლის ხმა, ხშირი რახუნი, ბრახაბრუხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სმენა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ყურთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. … Read more

Categories

რაჭველი

რაჭველი  _   რაჭის მაცხოვრებელი, ან ადამიანი წარმოშობით რაჭიდან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაჭა“ _ მარჯვნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

რაჭა

რაჭა  _        საქართველოს ერთ-ერთი კუთხე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რაც

რაც        -ც ნაწილაკდართული რა _  მიმართებითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ნაწილაკი „-ც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

რაღაც

რაღაც    _     რამე, რაიმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

რაფა

რაფა  _       ფანჯრის ჭრილის ქვედა ნაწილში ჩადგმული ვიწრო ფიცარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფანჯარა“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

რატომღაც

რატომღაც    _    რაღაც მიზეზის გამო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რატომ“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „უცებ“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა … Read more

Categories

რატომღაც

რატომღაც  _    რაღაც მიზეზის გამო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „უცებ“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების … Read more

Categories

რატომ

რატომ _   რა მიზეზით, რის გამო, რისთვის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

რასაკვირველია

რასაკვირველია  _  რა თქმა უნდა, თავის-თავად ცხადია, უეჭველია, უდავოა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასაკვირი“ / „გაკვირვება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები … Read more

Categories

რაოდენობა

რაოდენობა   _   რაც დაითვლება, სიმრავლე, რიცხვი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელის თითები იშლება თანმიმდევრობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories