რაღაც

2

რაღაც    _     რამე, რაიმე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.