რეკლამა

რეკლამა    _      განცხადება, პლაკატი, გადაცემა ან სხვა ღონისძიება რამეზე მასის ყურადღების მისაპყრობად, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, მარცხენა ცერი ეხება შუათითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ხელის პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რეკვა

რეკვა _    დარეკვა, (ზარის დარეკვა)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

რეისი

რეისი     _  მოგზაურობა,  გზა, მანძილი, რომელსაც ტრანსპორტი გაივლის საწყისი პუნქტიდან საბოლოო პუნქტამდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიმოსვლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი  მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გზა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

რეისი

რეისი _   თვითმფრინავის გზა, საავიაციო ტრანსპორტით მგზავრობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _  წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნუმერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

რეზოლუცია

რეზოლუცია   _   ყრილობაზე, კრებაზე, თათბირზე მიღებული დადგენილება, გადაწყვეტილება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ხელისგულისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ტეხილი ტრაექტორიით ჯერ ზევით და შემდეგ კი _  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რეზინი

რეზინი  _    რბილი და დრეკადი ნივთიერება, ვულკანიზებული კაუჩუკი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება ხან განსვლითი, ხან დაახლოებითი განმეორებადი, მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რევოლუცია

რევოლუცია _ გადატრიალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული  ხელისგულები, ზემოდან განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზედაპირს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რევიზია

რევიზია   _  გადასინჯვა, შემოწმება, რისიმე მუშაობის გამოკვლევა მოქმედების სისწორისა და კანონიერების შემოწმების მიზნით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესვლა“ _ მარჯვნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი თითებით, მარცხნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

რედაქცია

რედაქცია  _   1. საგამომცემლო ოფისი; 2. გარკვეული სახით დამუშავებული ტექსტი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაფურცვლა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი გაშლილი თითის წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე … Read more

Categories

რედაქტორი

რედაქტორი   _  წიგნის, ჟურნალის, გაზეთის, გამოცემის ხელმძღვანელი და შინაარსის დამდგენი პირი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაფურცვლა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი გაშლილი თითის წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს; … Read more

Categories

რეგულარული

რეგულარული  _    სისტემატური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თანაბარი“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. … Read more

Categories

რეგლამენტი

რეგლამენტი  _   1. სხდომის, კონფერენციის ჩატარების წესი; 2. აქტივობისთვის გამოყოფილი განსაზღვრული დრო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „პროგრამა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ  მიმართულია … Read more

Categories

რეგისტრაცია

რეგისტრაცია  _   დავთარში, სიაში შეტანა, აღწერა, აღრიცხვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი თითის წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

რეგვენი

რეგვენი  _  სულელი, ბრიყვი, უმეცარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკუა“ / „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დებილი“ _  მუშტად შეკრული თთებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები შორდება და უახლოვდება … Read more

Categories

რეალობა

რეალობა   _   ობიექტურად არსებული მოვლენა, ფაქტი, სინამდვილე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმართლე“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე … Read more

Categories