რეისი

3

რეისი     _  მოგზაურობა,  გზა, მანძილი, რომელსაც ტრანსპორტი გაივლის საწყისი პუნქტიდან საბოლოო პუნქტამდე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიმოსვლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი  მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გზა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.