რედაქტორი

6

რედაქტორი   _  წიგნის, ჟურნალის, გაზეთის, გამოცემის ხელმძღვანელი და შინაარსის დამდგენი პირი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაფურცვლა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი გაშლილი თითის წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“/ „გამოშვება“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, წინ მიმართულია მარცხენა მაჯაზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეოთხე, ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.