რეგულარული

5

რეგულარული  _    სისტემატური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თანაბარი“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.