სარგებელი

სარგებელი  _ სარგებლის მომცემი,  სარგებლობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საპონი

საპონი _  წყალში ადვილად ხსნადი მასა, რომელიც ადვილად ქაფდება და იხმარება ჭუჭყის მოსაშორებლად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

საპირფარეშო

საპირფარეშო   _ ოთახი ან ნაგებობა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ტუალეტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

საპატრიარქო

საპატრიარქო  _ პატრიარქის საგამგებლო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება პირჯვრის გადაწერა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

საპატიო

საპატიო   _ პატივის მიგება, დაჯილდოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამსახურება“ / „აქტიურობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებული მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ზურგით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჯილდოება“ _ ერთმენთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითები … Read more

Categories

საპატიო

საპატიო  _  პატივისცემის ღირსი, პატივსაცემი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირფასი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში ორივე ხელის თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ სხეულისკენ … Read more

Categories

საოცრება

საოცრება  _  საკვირველება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საოცრება“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

საოცარი

საოცარი  _  საკვირველი, განსაცვიფრებელი, არაჩვეულებრივი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სანდო

სანდო  _ ვისი (რის) ნდობაც შეიძლება, ნდობის ღირსი, სარწმუნო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სანახაობა

სანახაობა  _ რაც თვალწინ იშლება, რის დანახვაც შეიძლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

სანატრელი

სანატრელი _   სასურველი, სანუკვარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონატრება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი  ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

სანადირო

სანადირო _  ნადირობისათვის განკუთვნილი, ნადირობის შესაფერი, ნადირობისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანადირო თოფი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და მარცხნივ, ზევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

სამხრეთი

სამხრეთი  _  ქვეყნის ერთ-ერთი მხარე, ჩრდილოეთის საპირისპირო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

სამარხვო

სამარხვო _  . მარხვისათვის განკუთვნილი, მარხვისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარხვა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

სამშაბათი

სამშაბათი  _  შვიდდღიანი კვირის მეორე დღის სახელწოდება, ორშაბათის მომდევნო დღე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories