სამყარო

სამყარო  _ 1. დედამიწისა და სხვა ციური სხეულების ერთიანი სისტემა; 2. დედამიწა მისი ბუნებითა და ცოცხალი არსებებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მრგვლად  მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამუშაო

სამუშაო _   საკეთებელი, საშრომი, საქმე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამკერვალო

სამკერვალო _  კერვისათვის განკუთვნილი, კერვისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კერვა“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით  მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“_ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

სამკაული

სამკაული _  ნივთი ვისიმე ან რისამე შესამკობად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მძივი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია მარცხენა მხარეს განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და … Read more

Categories

სამი

სამი _  რიცხვი 3,  ორი და ერთი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

სამედიცინო

სამედიცინო    _. მედიცინისთვის განკუთვნილი, მედიცინისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

სამდურავი

სამდურავი _  ვისიმე მიმართ უკმაყოფილების, წყენის გამომხატველი სიტყვები, საყვედური   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფალანგებში მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები და ხელები ერთმანეთს თითების წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სამგლოვიარო

სამგლოვიარო  _  გლოვისათვის განკუთვნილი, მწუხარების გამომხატველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გლოვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

სამასი

სამასი _  რიცხვი 300, სამჯერ ასი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები ფალანგებში მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

სამარცხვინო

სამარცხვინო  _ რაც არცხვენს, სირცხვილში აგდებს ვისმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამარილე

სამარილე  _   მარილის პატარა ჭურჭელი, სუფრაზე დასადები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

სამართალი

სამართალი  _   სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ნორმების ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მართალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭეშმარიტი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეებს, … Read more

Categories

სამარე

სამარე  _  ორმო მიცვალებულის დასამარხავად, საფლავი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით და ერთმანეთზე დაწყობილი ხელებით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

სამარადისო

სამარადისო  _  სამუდამო, საუკუნო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია არათითი, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამალავი

სამალავი  _    დასამალავი, საფარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამალვა“ _ მარჯვენა  ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხენას ხელის წინ მოძრაობს, მსუბუქად ეხება მარცხენა ხელს და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories