ყანა

ყანა  _    თავთავიანი კულტურის ნათესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბალახი“ / „მცენარე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“  _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული  თითებით, … Read more

Categories

ყალბი

ყალბი   _    არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს მიმსგავსებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული  თითებით მიმართულია ზევით, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ყავა

ყავა  _     დახალული და დაფქული მარცვლიდან შემზადებული ცხელი სასმელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

ყავა

ყავა  _     დახალული და დაფქული მარცვლიდან შემზადებული ცხელი სასმელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული  თითებით მიმართულია ზევით, მარცხნივ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ღორმუცელა

ღორმუცელა   _ გაუმაძღარი, მსუნაგი, ბევრის მჭამელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „მუცელი“ _ სხეულისკენ მიმართულია მუცლის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება … Read more

Categories

ღორი

ღორი  _ წყვილჩლიქიანი, მოკლეფეხებიანი და დინგიანი ძუძუმწოვარი ცხოველი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ღონისძიება

ღონისძიება  _  ამა თუ იმ მიზნისთვის საჭირო მოქმედება, აქტივობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელი თითების რხევით ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმატრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღესასწაული“  _ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება შუა თითებს, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ღონიერი

ღონიერი  _ დიდი ღონის მქონე, ძლიერი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ღონე

ღონე _  ცოცხალი ორგანიზმის ფიზიკური ძალა, ენერგია   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ორგან ეხება იდაყვში მოხრილ მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ღომი

ღომი  _ სიმინდის ღერღილისგან დამზადებული სქელი ფაფის მსგავსი საჭმელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ღობე

ღობე  _  წნელით მოწნული, მწკრივად ჩარჭობილი სარებით ან  ფიცრებით შემოვლებული ზღუდე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ღმერთი

ღმერთი  _ უფალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართული ხელისგულით სხეულისკენ მოძრაობს და ბოლო ფაზაში შუბლზე მიდებულია ხელი. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

ღიპი

ღიპი  _ დიდი გამობერილი მუცელი   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს მკერდს ქვემოთ, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ქვევით.

Categories

ღილი

ღილი  _ ძვლის, ლითონის ან სხვა მასალის სხვადასხვა ფორმის ფირფიტა სამოსლის შესაკრავად ან მოსართავად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ღვიძლი

ღვიძლი  _ შინაგანი სეკრეციის ორგანო, რომელიც მონაწილეობს სისხლის მომოქცევაში   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ქვევით.

Categories