ყანა

4

ყანა  _    თავთავიანი კულტურის ნათესი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბალახი“ / „მცენარე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“  _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული  თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.