ყოჩაღ

10

ყოჩაღ    ბარაქალა! მოწონების, წახალისების გამომხატველი სიტყვა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყურძენი

4

ყურძენი  _  ვაზის ნაყოფი, მტევანი, ხილი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული, ბოლო ფაზაში ერთმანეთს დაცილებულია გაშლილი და წრიულად მოხრილი მარჯვენა საჩვენებელი თითი და ცერი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ყურადღება

3

ყურადღება     _   გულისყური, ინტერესი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ყური

2

ყური _ ადამიანისა და ცხოველის სმენის ორგანო

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ყურზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ყუმბარა

1

ყუმბარა _  საარტილერიო ფეთქებადი ჭურვი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტყვია“ _ სხეულისკენ მიმართულია ტუჩებთან  განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ ზევით  მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ყუთი

10

ყუთი  _  ოთხკუთხი სათავსი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარცხენა ხელი ზევითაა განთავსებული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ყრუ

9

ყრუ  _   ადამიანი, რომელსაც სმენა არა აქვს, ყურში არ ესმის

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი სახეს ეხება ყურთან, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა ქვევით და თითი ისევ ეხება სახეს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ყრილობა

8

ყრილობა  _  დიდი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა კრება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყოჩაღი

7

ყოჩაღი  _  გულადი, გამბედავი, მამაცი, მოხერხებული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მკერდზე მიდებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყოფნა

6

ყოფნა  _  არსებობა, ცხოვრება; სიცოცხლე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ცერით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ყოფა-ცხოვრება

5

ყოფა-ცხოვრება _  სიცოცხლე, არსებობა, ყოფნა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

კატეგორია:

ყოველი

4

ყოველი  _ მრავალში თითოეულად ყველა, ყველაში თითოეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოველი“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ყოველდღე

3

ყოველდღე   _ ყოველ დღეს, ყოველდღიურად, მუდამდღე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოველი“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია სინქრონულად ქვევით გადაადგილებილი ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ყმუილი

2

ყმუილი _  მგლის ან ძაღლის გაბმული ხმიანობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მგელი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით,  სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვირილი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ყლაპვა

1

ყლაპვა  _  (საჭმლის ან ნერწყვის)  პირიდან ორგანიზმში ჩაშვება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია: