აზროვნება

აზროვნება  _  გონიერება, ფიქრის უნარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“  _ ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა საფეთქელთან. … Read more

Categories

აზრიანი

აზრიანი  _  დაფიქრებული, გონივრული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „ჩამოწერა“ / „ჩამოყალიბება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და სპირალური … Read more

Categories

აზოტი

აზოტი  _  ქიმიური ელემენტი, ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, უსუნო, უფერო აირი (გაზი), რომელიც არ იწვის   წარმოდგენილია „ა“ და „ქ“ დაქტილები („აზოტი“ და „ქიმია“).   )

Categories

აზომვა

აზომვა  _  ზომის აღება, მოზომვა, გაზომვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა  ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

აზიური

აზიური   _  აზიიდან შემოსულ-შემოტანილი, აზიის ან აზიელისთვის დამახასიათებელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“  _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „დანიშნულება“ … Read more

Categories

აზიზი

აზიზი  _  ფაქიზი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფაქიზი“ / „მოვლა“  _  წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“   _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა … Read more

Categories

აზიელი

  აზიელი    _  აზიის მცხოვრები   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories

აზია

აზია   _ კონტინენტი, მსოფლიოს აღმოსავლეთი ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  _ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი  _  ქვეყანა კავკასიაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და საფეთქელთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

აზარტი

აზარტი  _ ძლიერი გატაცება   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწებება“_  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და  ქვევით ჩაწეული შუა თითებით, ცერები განმეორებითი მოძრაობით ეხება შუა თითებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

ავყია

ავყია  _   ავის მთქმელი, ტრაბახა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ,  გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი  თითებით, განზე გაწეული ცერითა და ნეკით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ავტორობა

ავტორობა    _  რამის ავტორად ყოფნა    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი –  “ავტონომია“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი ასრულებს განმეორებად წრიულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა- ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა … Read more

Categories

ავტორიტეტი

ავტორიტეტი   _ აღიარება, სახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი _ მარჯვენა დომინანტი ხელი მუშტად შეკრული თითებითა და მარცხნივ მიმართული ხელისგულით ეხება ქვევით მიმართულ გაშლილ მარცხენა ხელისგულს და სრულდება მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ავტონომია

ავტონომია    _ მართვის დამოუკიდებლობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.   .  

Categories

ავტომატი

ავტომატი  _  2. ავტომატური იარაღი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი ოდნავ წინაა წაწეული, სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა  წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories